გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ეს უკვე პოლიტიკური ანანიზმია...“ - გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის წინააღმდეგ

2-06-2025

„საქმე არის ძალიან მარტივად, თუ ალტერნატივა, დიდი ოპოზიური ბანაკი არ შეიქმნა, ყველაფერი ასევე გაგრძელდება... ისევ ვიძახი, ჩვენ ხომ გვინდა დახმარება დასავლელი მოკავშირეებისგან და მეგობრებისგან? მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ პირველი, რასაც ისინი ითხოვენ არის - შევქმნათ პოლიტიკური ალტერნატივა“ - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტრატმა, გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.


„რა არის პოლიტიკური ალტერნატივა? - ბირთვის გაჩენა, ბანაკის დაცემა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონცენტრირება, ასევე მედია..  უნდა შეიქმნას (ალტერნატივა) უცხოელებისთვისაც და ჩვენი ხალხისთვისაც, რომ ბიძინა რომ არ ვარგა და ქოცობა რომ არ ვარგა, აი ეს ვარგა“ - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით საუბარი იმის შესახებ, რომ კოალიციას არჩევნების შემდეგ გააკეთებენ, „პოლიტიკური ანანიზმია“.


„ის ლაპარაკები, რომ არჩევნებს მოვიგებთ და მერე გავაკეთებთ კოალიციას, ხალხო, ბოდიში მომითხოვია და რაღაც ანანიზმს ემსგავსება ეს უკვე... ეს უკვე პოლიტიკური ანანიზმია.... ახლა თუ ვერ ერთიანდები საიდან აძლევ შენ ამ ქვეყნის მოქალაქეს გარანტიას, რომ ჯერ არჩევნებს მოიგებ და მერე - თეორიაში ასე დაშლილი თუ მოიგებ არჩევნებს, მერე გააკეთებ კოალიციას? შეიძლება ერთ „შარმანკაზე“ უკრავდეს ოპოზიცია ლამის უკვე ათი წელია? ერთი „პლასტინკა“ აქვთ რა... ერთსა და იმავეს უკრავენ, 2020-ში რა შეცდომებიც დაუშვეს, მისი გამოსწორება კი არა, გაღრმავება მოხდა 2024-ში“ - განაცხადა სანიკიძემ.