გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მუნიციპალიტეტი I კვარტალის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

22-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, სენაკის მუნიციპალიტეტში 2019 წლის I კვარტალში განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
?ქალაქ სენაკში, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულდა, აკაკი ელიავას ქუჩაზე - მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა განახლებული, კეთილმოწყობილი ტროტუარებით ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულებამ 233 500 ლარი შეადგინა.
?ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 131 131 ლარი შეადგინა, ურიდიას ქუჩის N26-სა და რუსთაველის ქუჩის N251-ში დასრულდა.
?ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავების აღსადგენად, მოსახლეობისთვის გაცემულ იქნა ტალღოვანი აზბესტოცემენტის ფურცელი - ღირებულებით 83 763 ლარი.
?დავით აღმაშენებლის ქუჩის ზედა მონაკვეთში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურის და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები.
▪️სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს დასაფინანსებელი ობიექტების საპროექტო სამუშაოები, რომლის ღირებულება 738 000 ლარს შეადგენს.
▪️ამ ეტაპზე, აქტიურად ხორციელდება და მაისის თვეში დასრულდება, მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 479 000 ლარს შეადგენს.
▪️ჭყონდიდელისა და ღვინჯილიას ქუჩებზე, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალური პარკისა და მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე, აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 250 700 ლარი შეადგინა.
?მალე სენაკის მუნიციპალიტეტს კეთილმოწყობილი ცენტრალური სტადიონი მოემსახურება. უახლოეს პერიოდში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, რისთვისაც 150 000 ლარი დაიხარჯება.
?უახლოეს პერიოდში დაიწყება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურისათვის შენობის მშენებლობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება, რისთვისაც 239 000 დაიხარჯება.
?მიმდინარე წელს, ქალაქად და სოფლად, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა 14,8კმ-ზე, ხოლო ქალაქად - 7,4 კმ-ზე. სამუშაოების ღირებულება 5,4 მილიონი ლარია.
?ზანის, ეკის, ნოსირისა და ზემო ფოცხოს სამედიცინო ამბულატორიებში 104 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
?მუნიციპალიტეტის თერთმეტ საჯარო სკოლაში 470 000 ლარის სამუშაოები ჩატარდება, რაც სახურავების რეაბილიტაციას, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირით გათბობის სისტემის უზრუნველყოფას მოიცავს.
?ასევე, მნიშვნელოვნად ფართოვდება ქალაქის გაზმომარაგების ქსელი, რომლის ფარგლებში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში, 2019 წლის ივნისის თვეში პირველი გაზქურა აინთება.
?შხეფისა და ტყირის უბნებში საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. შესაბამისი სამუშაოები, კოტიანეთში, საკილასონიოს, საოდიშარიოსა და საბესელიოს უბნებში - 2020 წლისთვის იგეგმება.