გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„რა არის თავისუფლება, სად ვეძებოთ ის“- გორში სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება

22-12-2017

ერისთავის თეატრი, გორში კვლავ პრემიერას გვთავაზობს. სლავომირ მროჟეკის ამ პიესას რეჟისორი ლაშა შეროზია პირველად დგამს საქართველოში; მანვე გააფორმა წარმოდგენა მუსიკალურად.

"ღია ზღვაში" არის აბსურდული კომედია. სპექტაკლის თემა მარადი ღირებულებებია ალოგიკური გადაწყვეტით. ხოლო მთავარი კითხვა: -რა არის თავისუფლება, სად ვეძებოთ ის და რატომ. აქ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და ჭამენ ერთმანეთს პირდაპირი გაგებითაც კი.

წარმოდგენა თეატრის მე-3  სივრცის, ექსპერიმენტული სპექტაკლების რიგს განეკუთვნება. საპრემიერო ჩვენება 22-23 და 24 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გაიმართება.