გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატს წელს ბათუმში უმასპინძლებენ

23-04-2019

ბათუმი წელს ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.


ჩემპიონობისთვის 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრებებში მონაწილეობას მამაკაცი და ქალი სპორტსმენები მიიღებენ.


საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონობისათვის 5 კაცი იბრძოლებს.


ჩემპიონატისთვის ბათუმის მერიამ უკვე გამოყო 50 ათასი ლარი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი კი შეჯიბრებას 100 ათას ლარით დააფინანსებს.


აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტის, თემურ კახიძის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი ქალაქის და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ასევე მისი მიზანია, ბილიარდის განვითარება და ადამიანების პროფესიულ დონეზე დაინტერესება.




ajaratv.ge