გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროფკავშირების თავმჯდომარე: მხოლოდ აპრილის მონაცემებით სამუშაო ადგილზე 10 ადამიანი გარდაიცვალა

23-04-2019

ირაკლი პეტრიაშვილი მოქალაქეებს საპირველმაისო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ დღეს, რუსთაველის გამზირზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და გაერთიანების მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების ამსახველი ფოტო ექსპოზიცია წარმოუდგინა.


პეტრიაშვილის თქმით აუცილებელია მოქალაქეთა პრობლემები ისმოდეს ხმამაღლა რათა მივიდეს ხელისუფლების ყურამდე, რომელიც არაადეკვატურად ეკიდება რეალურად არსებულ გამოწვევებს.


"იმ დროს როდესაც მხოლოდ აპრილის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე 10 გარდაცვლილი და 11 მძიმედ დაშავებულია, ქვეყანაში ყურადღება მაქსიმალურად უნდა იყოს კონცენტრირებული თანამოქალაქეების, ჩვენი ძმების და დების სიცოცხლის გადასარჩენად, ამ დროს პოლიტიკოსები გვთავაზობენ ათას სისულელეს და რეალური გამოწვევები, რომლებიც აქვს საზოგადოებას აბსოლუტურად არაადეკვატურად აისახება ხელისუფლების დღის წესრიგში.


ეს არის არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ საზოგადობას მთავარ გამოწვევებზე ვესაუბრებით. გარდა ამისა 1 მაისს, ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ ჩვენი ხმა და წუხილი გავაგონოთ მთავრობას, რათა პოლიტიკოსები ჩვენი დღის წესრიგით ცხოვრობდნენ.


იმ დროს, როდესაც ახალგაზრდების დასაქმება გახლავთ უდიდესი პრობლემა და მათი 35% დაუსაქმებელია, საპენსიო რეფორმის მეშვეობით აბსოლუტურად დემოტივირებულს ვხდით დამსაქმებელს რომ დაასაქმოს ახალგაზრდა, და აირჩიოს 40 წელს ზემოთ სამუშაოს მაძიებელი. იმ დროს, როდესაც ჩვენთვის პრობლემაა შრომის უსაფრთხოება, ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც საერთოდ არ ეხება შრომის უსაფრთხოებას. და ვყველაზე მთავარი - რაც არ უნდა ფული გაჩნდეს ეკონომიკაში, ეს ფული არასამართლიანად ნაწილდება და მოსახლეობა ღარიბდება.


ქვეყნას სჭირდება დასაქმებულთა, მოქალაქეთა ადეკვატური დამოკიდებულება, ჩვენი ხმა უნდა იყოს მთავრობის დღის წესრიგის განმსაზღვრელი"-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.