« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
23-04-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფერმერებს ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მცენარეთა დაცვის და თხილის ბაღების გაშენების მიმართულებებით კონსულტაციები გაეწიათ.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებსა და 11 სოფელში უკვე გაიმართა. 23-დან 25 აპრილის ჩათვლით, შეხვედრები ბაღდათის, ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში (ვარციხე, დიმი, ძულუხი, დიხაშხო, ჭყვიში, მელაური, გომმუხაყრუა, ქორეისუბანი) მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა 2019 წელს კახეთის, გურიის, შიდა ქართლის, სამეგრელოს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 73 სოფელში 4000-მდე ფერმერს კონსულტაციები უკვე გაუწიეს.