გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში წიგნის დღე აღნიშნეს

23-04-2019

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში მეთექვსმეტედ აღინიშნება, ჩვენი მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
,,აჩუქე წიგნი“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის და „ანაგრამის“ ინიციატივაა და 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.


ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ტექნიკური პროგრესისა და ინტერნეტიზაციის ეპოქაში, ეს დღე უმნიშვნელოვანესი ხაზგასმაა პრობლემისა, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას - დავაბრუნოთ მკითხველი წიგნთან. სწორედ განათლებული და წიგნიერი თაობაა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ერთადერთი გარანტი.


კამპანიას - აჩუქე წიგნი! ახალი საყოველთაო გამოწვევა საყვარელი ადამიანების გასახარებლად! - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად შეუერთდნენ. მათ, სიმბოლურად, ქუჩაში გამვლელ თანაქალაქელებს წიგნები აჩუქეს.