გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

24-04-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.


საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.