გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა

25-04-2019

შპს ,,სენამედში“ მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.


თვალის დაავადებების ქირურგიული მკურნალობის საჭიროების მქონე 65 პაციენტს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, ცნობილმა ექიმ-ოფთალმოლოგმა, ალექსანდრე ჩიჩუამ ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა.


სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შპს ,,სენამედის“ (კლინიკის დამფუძნელებელი გიორგი თოლორდავა) ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. აქციის ფარგლებში, განხორციელდა თვალის სრული პირველადი გამოკვლევა, დაავადებების სკრინინგი და რეფრაქციის დადგენა. კონსულტაციების შემდეგ, საჭიროების შესაბამისად, პაციენტებს ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები და ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდათ.