გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მერმა პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

25-04-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსსა და სამეცნიერო კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულ წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებსა და მათ მენტორს უტა კილასონიას შეხვდა.


შეხვედრას მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი და განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი ესწრებოდნენ. 15 ნოემბერს, ,,თიბისი“ გალერეაში, გამართულ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის მონაწილეთა პროექტების გამოფენაზე, შერჩეული 18 ნამუშევრიდან, პირველი ადგილი და ,,StatusDonates“-ის სპეციალური სტიპენდია წილად ხვდათ წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლეებს - მარიამ ბახტაძეს, მილანა გაგულიას, ანა კალანდარიშვილს, რომელთაც უსინათლოთათვის უნივერსალური მოწყობილობა შექმნეს.


პირველი ადგილის მფლობელები, მაისის თვეში, საქართველოს სახელით, აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე ,,Intel ISEF'' მიიღებენ მონაწილეობას. ▪️ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ,,Millennium Innovations Award“ საქართველოში უკვე მეხუთე წელია აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.


აღნიშნული კონკურსი წელს, მარტის თვეში, ჩატარდა. მასში მონაწილეობა წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეებმა - გიგი გუგუნავამ, გიორგი გეგენავამ, ალექსი ტყებუჩავამ - მიიღეს. კონკურსანტებს მესამე ადგილი ხვდათ წილად და ისინი ზაფხულში, ბელგიაში, გაემგზავრებიან.


„ასეთი ხელსაწყო ჯერ არ შექმნილა. მართალია, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ კონსულტაციის გავლით შემოიფარგლება, თუმცა ყველა ამ აპლიკაციისგან განსხვავებით, ჩვენ ვახდენთ ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაციას, ვქმნით მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს, სადაც ექიმი პაციენტს მისცემს როგორც მითითებებს, ასევე შეძლებს პაციენტის გასინჯვას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად“ - მერთან შეხვედრაზე აღნიშნეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულებმა.


ლევან კუპრეიშვილმა შემდგომი წარმატებები უსურვა ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ მოზარდებს, მათ ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.