გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რაულ ხაჯიმბა დანარჩენი საქართველოდან შემოტანილ საქონელზე გადასახადის დაწესებას გეგმავს

22-12-2017

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა 2017 წლის მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოსთნ საზღვარზე“ ვაჭრობა კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ენგურის საბაჟო პუნქტმა, ჯერ კიდევ ომის შემდეგ დაიწყო მუშაობა და საბაჟო გადასახადებიც კი დაწესდა, თუმცა, მოგვიანებით, ის რატომღაც დაიხურა.

"არავინ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ საქართველოსთან სახელმწიფოების დონეზე ვგეგმავთ ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუმცა, ეკონომიკური ურთიერთობები ამ საზღვრაზე მომუშავე სრულიად სხვა ადამიანებმა დააწესეს», - აღნიშნა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქონელი „აფაზეთში საქართველოდან შემოდის“.

„რესპუბლიკის ყველა ბაზარში იყიდება საქართველოდან შემოსული და საქართველოში წარმოებული საქონელიც კი. რატომ უნდა მივცეთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ჩვენს ბაზარზე დემპინგის საშუალება. ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება კი არა, კონტროლის უფრო მკაცრი პროცესების გატარება და სახელმწიფოსთვის სარგებლის მიღების შესაძლებლობა გვაინტერესებს“, - განმარტა მან.

რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოში“ გააქვთ თხილი, რაზეც საბაჟო გადასახადია დაწესებული.
"ტვირთს, რომელიც საქართველოს მხრიდან შემოდის, ფასის თვალსაზრისით, რუსეთიდან შემოტანილს ვერ შავადარებთ, თუმცა ის მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი თანხებს ვკარგავთ. ამიტომ, ეს საკითხები დასამუშავებელია და უნდა მოვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები", - დასძინა ხაჯიმბამ.

წყარო: რადიო "ათინათი"