ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

TOP.GE
გიორგი შენგელია ფაიფურსა და რუხში დევნილებს შეხვდა

26-04-2019

გიორგი შენგელიამ ფაიფურსა და რუხში დევნილებთან შეხვედრაზე ისაუბრა საჭიროებებსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.


„რუხში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს და უახლოეს მომავალში ისინი ივლიან კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.


მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ასევე ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასთან, რომლებსაც ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.


„ჩვენ, ასევე, შევხვდით ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობას. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც მათ დიდი ხანია აწუხებთ. წარვუდგინეთ ის გეგმები და პრიორიტეტები, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ. ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, მუნიციპალიტეტის კეთილმოსაწყობად შეგვიძლია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.