26-04-2019
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ჭიათურის მერის მოვლეობის შემსრულებელთან, დავით ბიწაძესთან ერთად ჭიათურის სკოლა-პანსიონს ესტუმრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
კომპანიის ხელმძღვანელმა აღსაზრდელებს სააღდგომო საჩუქრები, ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქრები ჩაუტანა.
ბავშვებმა სტუმრებისთვის შემოქმედებითი საღამო და კონცერტი გამართეს.
,,საზოგადოების ჩართულობა და სოციალური აქტივობები მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის, მათ ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, სითბო და ყურადღება. გვინდოდა კომპანიის სახელით პირადად მიგველოცა დამდეგი აღდგომის დღესასწაული და შეგვექმნა მათთვის სადღესასწაულო განწყობა", - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
პანსიონის აღსაზრდელები ხელოვნებას, სპორტს, ცეკვას ეუფლებიან და ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები.
წყალმომარაგების კომპანია სკოლა-პანსიონზე მომავლშიც იზრუნებს და მათთვის მსგავსი აქტივობების გამართვას პერიოდულად გეგმავს.