გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების გალერეას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

26-04-2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნისა და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.


ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ითვალისწინებს რიონის სანაპიროზე განლაგებული, 19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას.


პროექტში ასევე გათვალისწინებულია "წითელი ხიდიდან" "ჯაჭვის ხიდამდე" მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება საცხოვრებელი და საზოგადოებრივ ობიექტებს.


ფონდს ასევე დაგეგმილი აქვს 1976 წელს დაარსებული დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.


სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი.