გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ

26-04-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქციის "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.


სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.


საქველმოქმედო აქცია "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.