გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მეპატრონეებმა კაფე "სავანე" დროებით დახურეს

26-04-2019

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანე" დროებით დაიხურა. გადაწყვეტილების მიღებამდე კაფეს მეპატრონეებმა მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.


მეპატრონეების თქმით, აქციის დაწყებიდან ერთ საათში კაფეში მომხმარებელი შევიდა, რომელმაც საკვები დაიწუნა და პროტესტი ყვირილით გამოხატა.

კაფეს მენეჯერის თქმით, მათ დახურეს ობიექტი, რათა თავიდან აეცილებინათ ყოველგვარი პროვოკაცია.


ობიექტის მეპატრონეები თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ.


გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს მერიამ ცენტრალური ბაღი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, თუმცა კაფეს შენობა რეგისტრაციისას არ მიუთითებია. კაფე 23 წელია არსებულ ადგილას ფუნქციონირებს.


მესაკუთრეთა განმარტებით, მერია მათ სთავაზობს, მათივე კუთვნილი შენობა იჯარით აიღოს.


ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება.




http://rustavi2.ge