გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

22-12-2017

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატსა და გაგრის ადმინისტაციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მიხეილ ჯინჭარაძეს ხვალ თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ჯინჭარაძის სამოქალაქო პანაშვილი დღეს ქაშუეთის ტაძარში გაიმართება.

„მისი გადმოსვენება ოჯახის სურვილი იყო. ჩვენ საორგანიზაციო საკითხებში დავეხმარეთ. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრაში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა, ბოლო წუთამდე საკუთარ ქალაქში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ჯინჭარაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

ენგურის ხიდზე დღეს ჯინჭარაძის ცხედარს ოჯახის წევრები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

წყარო: რადიო "ათინათი"