გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები განიხილეს

30-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში დღეს თათბირი ჩატარდა. ტრადიციულ თათბირს, რომელსაც მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შ.პ.ს.-ების დირექტორები ესწრებოდნენ, სენაკის მუნიციპალიტეტი მერი ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა.

მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეთ მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია წარუდინა.

სამუშაო შეხვედრაზე, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წლების შემდეგ მოგვარებული პრობლემის - თეკლათის სასაფლაოს შემოღობვისა და ადმინისტრაციული ცენტრის განათების, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - კოტიანეთი-ზემო სორტას დამაკავშირებელი გზისა და საესებუოს უბანში - სასაფლაომდე მისასვლელი გზების რებილიტაციის, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელი გზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, მერის წარმომადგენლებმა მოსახლეობის სახელით სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს მადლობა გადაუხადეს.

მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე განხორციელებული და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, გამოცხადებული ტენდერების, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების შესახებ.

მოსახლეობისთვის მიცემული ყველა დაპირება, შესაძლებლობის ფარგლებში, თანმიმდევრულად, შესრულდება. მინდა გაცნობოთ, რომ უახლოეს პერიოდში სენაკის სამშობიარო სახლსა და სასპორტო სკოლაში გათბობის სისტემა მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს სამშობიარო სახლისა და სასპორტო სკოლის სრულფასოვან ფუნქციონირებას“ - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.