გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

vestikavkaza (რუსეთი): თურქეთის „აფხაზური სტრატეგია“

30-04-2019

რუსული გამოცემა, «Вестник Кавказа» სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ურთიერთობაზე და პერსპექტივებზე.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ მამიკონ ბაბაიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ბოლო ათწლეულში თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს სამხრეთკავკასიის რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას - ახალი მილსადენებისა და რკინიგზების მშენებლობა მოწმობს, რომ ანკარა კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც დაკავშირებას ცდილობს. გარდა ამისა, თურქეთი ენერგიულად სარგებლობს საზღვაო მარშრუტებითაც - აფხაზეთის მიმართულებით.


ყოველწლიურად თურქეთს შავი ზღვის აკვატორიაში დაახლოებით 200 მილიონი ტონა ტვირთი გადაქვს. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება ანკარისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს აფხაზეთს, რომლის საზღვაო-სანაპირო ხაზი 220 კმ-ს შეადგენს და რომელსაც სამი ნავსადგური - სოხუმი, ოჩამჩირე და ბიჭვინთა აქვს. საჭოთა პერიოდში აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორია სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ჭიშკრის როლს ასრულებდა, მასზე გადიოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მაგისტრალი - „ამიერკავკასიის რკინიგზა“.


დღეს თურქეთს აფხაზეთში იზიდავს სოხუმის როლი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთდამოკიდებულებაში, განსაკუთრებით სტავროპოლთან და ყუბანთან მიმართებით, რომელთა ტერიტორიაზე ყაზახეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გადის. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოუგვარებლობის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ანკარის განზრახვებზე „მუხრუჭის როლს“ ასრულებს, მაგრამ რადგანაც თურქეთს კონფლიქტის ორივე მხარესთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, ანკარა იმედოვნებს, რომ აფხაზეთთან ისეთ სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებას მიაღწევს, რომელიც ნებას მისცემს აფხაზეთის ეკონომიკის სტიმულირება განახორციელოს.


თურქეთის ჩანაფიქრით, „3+2“ ფორმატით (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი + რუსეთი და თურქეთი) შეიძლება შეიქმნეს კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას. ანკარა გაგებით ეკიდება მოსკოვის გეოპოლიტიკურ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ თვითონაც არ იხევს უკან და სრულად სარგებლობს საკუთარი შესაძლებლობებით, თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით.


უდავოა, რომ თანამედროვე თურქეთი პროდუქციისა და მომსახურების უმსხვილესი რეგიონული ექსპორტიორს წარმოადგენს სამხრეთკავკასიური კონფლიქტების არსებობისა და სომხეთთან რთული დამოკიდებულების მიუხედავად, ანკარას იმედი აქვს მოახერხებს ისეთი ეკონომიკური ფორმულის რეალიზებას, რომელიც მთელ ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს, დააჩქარებს ვაჭრობის ტემპებს და რუსეთ-თურქეთის სატრანსპორტო კავშირების დეფიციტს აღმოფხვრის. ნრასაკვირველია, თურქეთის გეგმებში მნიშვნელოვანი როკლი ენიჭება საქართველოს, რომელსაც, ანკარის ვარაუდით, არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ სატრასპორტო კვანძის როლსაც შესრულებაც შეუძლია საერთაშორისო-გამანაწილებელ ქსელებში.


რაც შეეხება აფხაზეთს, ანკარისა და სოხუმის კავშირების შუფასებლობა არ ივარგებს. ამ საკითხში დიდ როლს ასრულებს აფხაზების ნახევარმილიონიანი დიასპორა თურქეთში, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მისი წარმომადგენლები - მსხვილი ბანკებისა და სასტუმროების მფლობელები, ფარმაცევტული, სამშენებლო და რადიოტელეკომპანიების და სატრანსპორტო ფირმების ბიზნესმენ-კომერსანტები საკმაოდ ხშირად ჩადიან აფხაზეთში... თავის მხრივ, აფხაზეთი მზადაა თურქეთთან ურთიერთობის გასავითარებლად, მაგრამ თავს იკავებს საქართველოსთან კონფლიქტის განხილვაზე. როგორც ცნობილია, თურქეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, რაც, ბუნებრივია, სოხუმს არ აწყობს. მაგრამ, ითვალისწინებს რა თურქეთის როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას, აფხაზეთი მაინც ისწრაფვის თურქეთთან ეკონიომიკური კონტაქტების გაფართოებისაკენ.


ამასთანავე, ფაქტია, რომ თურქეთი უპირველეს მნიშვნელობას მაინც საქართველოს ანიჭებს - თბილისი ანკარისათვის რეგიონული თანამშრომლობის გარანტად რჩება.