გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია უქმდება

30-04-2019

2019-2020 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაღებში გაფართოებული საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-4, 4-5 და 5-6 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვები განცხადების საფუძველზე ჩაირიცხებიან.


3-4 წლიანთა განცხადებებს 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, 4-5 წლიანთა განცხადებებს კი 10 ივნისიდან, 14 ივნისის ჩათვლით რუსთავის მერიაში მიიღებენ.


5-6 წლის აღსაზრდელის ბაღში ჩასარიცხად კი განცხადება უშუალოდ ბაგა-ბაღის გამგესთან დაიწერება.


2-3 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვები კვლავ ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდგომ ჩაირიცხებიან, რომელიც 14 ივნისს 12 საათზე სარეგისტრაციო საიტზე rustavikids.ge. ჩატარდება.


"ასე დიფერენცირებულად იმიტომ ირიცხებიან, რომ საკმარისი ადგილი ისევ არ აქვს რუსთავის ბაღებს ყველა ბავშვისთვის მოთხოვნა, რომ დააკმაყოფილოს ჯერჯერობით. პრიორიტეტი არის სკოლასთან რომელი ასაკობრივი ჯგუფიც უფრო ახლოსაა. ვფიქრობ ბაგასაც სჭირდება ბაღი, მაგრამ სკოლამდელ აღსაზრდელებს უფრო სჭირდება, რადგან მათ სკოლამდელი აღზრდის საკითხები უნდა გაიარონ. ამიტომ გაფართოებულმა საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 24 ბაგის ჯგუფი გაიხსნება რუსთავში და თითო ჯგუფში 30 ბავშვს მივიღებთ ჯერჯერობით, შემდეგ კი ახალი სტანდარტით 25 ბავშვი ჩაირიცხება თითო ჯგუფში" - განაცხადა, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა.



inforustavi.ge