22-12-2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ მექვენაზე და სოფელ ორხვზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.