გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

2-05-2019

მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა შალამბერიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ.


მათ მოსახლეობას „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებების მექანიკური მეთოდები გააცნეს და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს განემარტათ ფაროსანას მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობა, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის რაოდენობა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას მასშტაბური ხასიათი უნდა მიეცეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სწავლების მიზნით, საკარმიდამო ტერიტორიებზე ფერომონიანი თეთრი ნაჭრები დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ, პრეპარატის შესხურებით - განადგურება.


ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფები ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ და მავნებლის გავრცელების არეალს სწავლობენ.