2-05-2019
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება: ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, პერფორმანსები, ჯომარდობა მდინარე რიონზე.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობენ.
ქალაქის ქუჩებში გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული გოგონები კალათებში ჩაწყობილი გვირილებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს ყვავილებს ურიგებენ.
ქალაქში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე პავილიონი, სადაც ქუთაისის ისტორია გაცოცხლდება და ასევე წარმოაჩენს იმ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს.
საღამოს კი ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.