2-05-2019
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტებს - შორენა ხუბუნაიას, ქეთევან გელაშვილს, ნინო ამირანაშვილს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორს, ლონდა მინდიაშვილს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსს, მანანა სამუშიას, ამავე უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორს, ქეთევან ლომაიას და პროფესიული პროგრამების ხარისხის სენაკის განყოფილების უფროსს, მანანა ჭანტურიას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - ,,საფინანსო სერვისები’’ და ,,საოფისე საქმე’’ - ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლაა, რის საფუძველზე, მერიასა და პროფესიულ კოლეჯს შორის მემორანდუმია გაფორმებული.
სტუდენტების სასწავლო პრაქტიკებს მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი უხელმძღვანელებს.