გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

2-05-2019

სოფელ ურაველში, აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


მონასტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, აქ პირველად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გზის 4,8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით, ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილება უსაფრთხო და კომპორტული იქნება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, დავით ყურაშვილი გაეცნო.


აგარის სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში და ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, იგი და ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.