გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდნენ

22-12-2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: ჯემალ შონია - პოეტური კრებულისათვის „წაუკითხავი“, ნანა ქარდავა - წიგნისათვის „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“, აზა ბასლანძე - საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: „მომღერალი ფერები“, „თეთრი ღრუბლები“, „ოქროს თევზი“ და „მხიარული ფიქრები“. 
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოტარ ჟორდანია ესწრებოდნენ.