გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

უფლისციხის სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ მამა-შვილი დააკავა

3-05-2019

უფლისციხის სასაფლაოზე მომხდარ დაპირისპირების შემდეგ მამა-შვილი დააკავეს.


28 წლის გიორგი ბიბილაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ელოდება მისი მამა, იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილი.


მამა-შვილი ერთმანეთს სასაფლაოზე დაუპირისპირდა.


ოჯახური კონფლიქტი ქონებრივ დავას უკავშირდება.


სასამართლოს წინ გიორგი ბიბილაშვილის დედა - ეკა ბიბილაშვილი ტირის. მისი თქმით, 28-წლის კაცი ძალადობის მსხვერპლია მამის მხრიდან. 



გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ პატარაობიდან მისი ქმარი, გიორგი და დედა განიცდიან ძალადობას იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილის მხრიდან, ამიტომ შვილმა, რძლებმა და მეუღლემ გადაწყვიტეს ნუკრი ბიბილაშვილისგან განცალკევებით ცხოვრება.


,,ამ საკითხის მოგვარებაში კი პაპას და ბებიას შეეძლო დახმარება, თუმცა პაპა და ბაბო ამბობენ, რომ შვილიშვილს არ დაუმტკიცებენ ქონებას. დააჭერინეს კიდეც შვილიშვილი, თუმცა სასამართლომ გაამართლა" , - აცხადებს 28-წლის დაკავებულის მეუღლე.






qartli.ge