გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი სტადიონი გაიხსნა

3-05-2019

მეჯვრისხევის განახლებული სტადიონის გახსნის ცერემონიაზე სპეციალური მატჩი გამართეს, სადაც ვეტერანი ფეხბურთელები ხელისუფლების წარმომადგენლების გუნდის წევრებს შეხვდნენ.


სტადიონი საფეხბურთო კლუბ ,,გორს" გადასცეს.


ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით შეიცვალა მინდვრის საფარი, სკამები (100 ადამიანზე), ღობეები.


,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ თხოვნით, რათა განეხილა პროექტის "ფეხბურთი ყველას" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სტადიონის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის საკითხი. ფედერაცია სიამოვნებით დაგვთანხმდა, ჩამოვიდნენ მათი წარმომადგენლები, შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა, ვიმსჯელეთ ტექნიკურ დეტალებზე და სამუშაოც უკვე დამთავრდა. გაკეთდა და შემოიღობება მინდორი, სათადარიგო ფეხბურთელთათვის სკამები, მარტივი ტიპის ტაბლო", - განაცხადა გია ისიანმა.




qartli.ge