გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

3-05-2019

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია მამუკა ბახტაძემ დაადასტურა.


მისი თქმით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა, სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.


"შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა.