გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქალის მდგომარეობა, რომელიც 85 წლის მეუღლემ დაჭრა, მძიმეა

3-05-2019

სოფელ ყანდაურაში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.


პაციენტი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს.


ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ოპერაციამდე წინასწარი პროგნოზწბის გაკეთება შეუძლებელია.


„ჩვენთან შემოყვანილია 71 წლის ქალბატონი. საგარეჯოს კლინიკიდანაა გადმოყვანილი. მიღებული აქვს ქალა-ტვინის ცეცხლსასროლი ტრავმა. ჩაუტარდა თავის ტვინის ტომოგრაფია.


ნანახია მრავლობითი ცეცზლნასროლი ტრავმა, მრავლობითი უცხო სხეულები თავის ქალაში შეღწევით, თავის ტვინის დაჟეჟილობა-მრავლობითი სისხლჩაქცევით. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მზადდება საოპერაციოდ.

მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა.



შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, ცოლი კი დაჭრა, დაკავებულია.





imedinews.ge