გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სექტემბერში გაიხსნება

3-05-2019

ბათუმში რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალკური ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება.


ამასთან დაკავშირებით დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.


ბათუმის მუსიკალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დამფუძნებელმა, პიანისტმა, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან კანდელაკმა ისაუბრეს.


როგორც აღინიშნა, გასული წლის მსგავსად ფესტივალი წელსაც იუნესკოს პატრონაჟით ტარდება.


ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირასა“ და სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში ცნობილი მუსიკოსები ჩამოვლენ.


ფესტივალი წელს საგანმანათლებლო ხასიათისაც იქნება. დაგეგმილია მასტერკლასები, მოეწყობა ასევე არტბანაკები.


ბათუმის მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან. ამასთან, ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ არამხოლოდ, მუსიკოსებს არამედ მხატვრებს, მწერლებსა და სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეების წარმომადგენლებს.





1tv.ge