გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერ-მინისტრი: დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება

3-05-2019

"საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირველივე დღიდან ინტენსიური კომუნიკაცია არსებობდა.


"ყველა მინისტრისთვის მქონდა დავალებული აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ და ეს სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება. ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა.


დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.