გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თბილისსა და რეგიონებში უამინდობაა მოსალოდნელი

3-05-2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3- 4 მაისს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.


4 მაისს აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.


თბილისში 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 , ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.