გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ეს შენობა ამ ფორმით არ შენარჩუნდება!" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

9-11-2017

 

„ეს იყო ერთ-ერთი პირველი ახალი სახლი, რომელიც 1992 წლის შემდეგ აშენდა. მაშინ არც წესი მოქმედებდა და არც კანონი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნებოდა. მეპატრონე რუსეთში საქმიანობდა და 2002 თუ 2003 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ლურჯი სახურავით ისე გადახურეს და ისე შეღებეს ნაგებობა, მას არც კი უნახავს.“

მესტიის მერი აღნიშნავს, რომ დღეს შენობა გაურემონტებელია და ისევ ისე დგას, როგორც წლების წინ - „ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, შეძლებისდგავრად, შევუცვალოთ იერსახე“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული ნაგებობა ყოველგვარი ნორმისა და კანონქვემდებარე აქტის დარღვევითაა აშენებული, შესაბამისად, შენობა, რომელსაც ამჟამად საცხოვრებელი სახლის ფუნქცია აქვს, მესტიის ისტორიულ ლანდშაფტში ამ ფორმით არ შენარჩუნდება.

„ამ შენობის ასეთი ფორმით დატოვება შეუძლებელია და ამას არ დავუშვებთ. ჩვენი უწყება მუშაობს მესტიის გენ-გეგმის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტზე, რომელიც უახლოეს ერთ წელიწადში მზად იქნება. ერთ-ერთი კომპონენტი ამ სახლის სახეცვლილებაც იქნება, რათა მისი იერსახე შეძლებისდაგვარად მივუსადაგოთ არსებულ ლანდშაფტს“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა ბარამიძე.


წყარო: Mtisambebi.ge