გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქალის მდგომარეობა, რომელსაც მეგობრობის გამზირზე ავტომობილი დაეჯახა, სტაბილურია

4-05-2019

21 წლის ქალს, რომელსაც გუშინ რუსთავში ავტომობილი დაეჯახა, ოპერაცია ჩაუტარდა.


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.


რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის თქმით, დაშავებული ჰოსპიტალში კოჭ-წვივის სახსრის ტრავმით მიიყვანეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


ამ დროისათვის 21 წლის დაშავებული სტაციონარში კვლავ განაგრძობს მკურნალობას.


შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მოხდა. "ზებრა" გადასასვლელზე მიმავალ დედა-შვილს "ნისანის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.






inforustavi.ge