გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის მე-3 პენიტენციური დაწესებულების პატიმრები არასათანადო პირობებს უჩივიან

4-05-2019

ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არასათანადო პირობებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების გამო ჩივიან.


17 მსჯავრდებულის მიერ შედგენილ საჩივარში საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიერ მუქარას სისტემატური ხასიათი აქვს.


პატიმართა თქმით, პრეტენზიების დაფიქსირების შემდეგ ისინი მუქარის მსხვერპლი გახდნენ.


ადვოკატის, კახაბერ სინჯიაშვილის თქმით, ეს არის ერთგვარი ანგარიშსწორება იმისა, რომ ვინაიდან მსჯავრდებულები არ დაემორჩილნენ მათ მითითებას, დაიწყეს მათ მიმართ გამოძიება.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა წერილი. უწყება ყველა ბრალდებას უარყოფს.


აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ცოტნე ანანიძის თქმით, საპატიმროში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად გვარდება.


საჩივარში მოყვანილ ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.





ajaratv.ge