გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

4-05-2019

რუსთავში მიუსაფარ ცხოველთათვის თავშესაფარი აშენდება, რომელიც ტყე-ჭალის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. 


თავშესაფარი, 2 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა და დაახლოებით 80 ცხოველზე იქნება გათვლილი.


ახალ თავშესაფარში ცხოველებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდებათ.


შენობა არ იქნება ცხოველთათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დახმარების გაწევის შემდგომ ისინი ძველ ადგილს დაუბრუნდებიან.


"ბევრ მუნიციპალიტეტს ჰქონდა სურვილი, წაეღო ეს პროექტი, მაგრამ ჯერი შეჩერდა რუსთავზე. იყვნენ ადგილზე დაათვალიერეს და მიწის გამოყოფა ხდება. იმ სტრუქტურიდან, რომელიც აწყობს თავშესაფარს, დასტური მივიღეთ, თავშესაფრის რუსთავში განთავსების შესახებ. თავიდან ბოლომდე პროექტირებას და მშენებლობას უზრუნველყოპს მუნიციპალური განვითარების ფონდი", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.


პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაახლოებით 1 500 000 ლარი უნდა გამოყოს.





inforustavi.ge