4-05-2019
კახეთში ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. თელავის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭს ბებია გაუსწორდა ფიზიკურად.
არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰოსპიტალის ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ბავშვს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაციას კახეთი სოციალური მომსახურების სამხარეო სააგენტო ფლობს. მათთან შეტყობინება 3 მაისს შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 წლის ბიჭი ბებიას განაშორეს და ბავშვზე ზრუნვა დროებით მამიდას დაეკისრა.
არასრულწლოვნის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე ქალს ბიჭზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა, მასზე მხოლოდ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მინდობილობა იყო გაცემული.
შსს-მ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო.