გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჭადრაკო სკოლა გახსნეს

4-05-2019

საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია გასული წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 86 000 ლარი შეადგინა. სკოლაში 70 აღსაზრდელია.

ერთდროული თამაშის სეანსი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონმა ნანა იოსელიანმა სკოლის მოსწავლეებთან გამართა.


"შენობა, სადაც მეცადინეობა გვიხდებოდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო. გვიჭირდა გაკვეთილების ადგილზე ჩატარება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დიდ და სასიკეთო საქმეში გვერდით დაგვიდგა", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა, ადამ ხუხუნაიშვილმა.


ღონისძიებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.