გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

5-05-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან აბაშიძე ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.


პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობა, სკოლების და სხვა. წამოწეული იყო 1-ლი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხი.


შეხვედრაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, მანანა ქვაჩახია.