გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები დაიტბორა

5-05-2019

გუშინდელი გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.


უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხში. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც საცხოვრებელი სახლები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.


რაც შეეხება თიანეთს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.