გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვინ ჩაირიცხება რუსთავის ბაღებში რეგისტრაციის გარეშე

5-05-2019

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.


განცახდებაში ნათქვამია რომ, რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ განცხადების საფუძველზე ბაღში ჩაირიცხებიან ბაგის ასაკის ის ბავშვები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან, მარჩენალდაკარგული ბავშვები და მარტიოხელა დედის შვილები.


"გაფართოებული საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე, განცხადების საფუძველზე, ჩაირიცხებიან ბ ა გ ი ს (2-3 წლიანი) ასაკის ბავშვები,რომლებიც არიან:

1.მრავალშვილიანი ოჯახებიდან (ოთხი და მეტი შვილი). ამავე კატეგორიაში ჩაითვლება ოჯახი,თუ დედა მეოთხე ბავშვზეა ფეხმძიმედ.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.

2.მარჩენალდაკარგული ბავშვები.
განცხადებას უნდა ერთვოდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

3.მარტოხელა დედის შვილები.
განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა.


განცხადებები და საბუთები წარმოადგინეთ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, მერიის მესამე სართულზე, 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით" - ვკითხულობთ განცხადებაში.