გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

5-05-2019

მოსამართლე თამარ კაპანაძემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 25 ივნისს ჩაინიშნა.


შვილის, რძლისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ისინი სხვამ მოკლა.


3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



imedinews.ge