5-05-2019
მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა.
,,ბოლო 7 თვის განმავლობაში მე ვასრულებ ჭიათურის მერის მოვალეობას. ამ პერიოდის განმავლობაში დავიწყე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ისეთი პროექტების როგორიცაა წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება, ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ჩემი ხელმძღვანელობით ჭიათურის მერიამ 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა ჭიათურაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. 19 მაისს თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მე ჩემს გუნდთან ერთად და თქვენი, მოსახლეობის ჩართულობით გავაგრძელებ ჭიათურაზე ზრუნვას. მჯერა ღირსეულ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ ჭიათურის უკეთეს ხვალინდელ დღეს" - განაცხადა გივი მოდებაძემ.