გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"golosarmenii"(სომხეთი): „გარეჯული კომბინაცია“ იმის მანიშნებელია, რომ ბაქო უკან არ დაიხევს და არაფერს დათმობს

6-05-2019

სომხური გამოცემა, «Голос Армении» დავით-გარეჯის მონასტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ შუშან სტეფანიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

აზერბაიჯანს აკვიატებულად აქვს მიდრეკილება ხელოვნურად გაზარდოს თავისი ტერიტორია მეზობლების ხარჯზე. ასევე შეიძლება ითქვას მის მდიდარ გამოცდილებაზე უცხო მიწების მითვისების საკითხშიც. გარდა ამისა, თვალი უჭირავს ჩრდილოეთ ირანზე, დაღესტნის სამხრეთზე, ყარაბაღზე, ზანგეზურზე, ნახჭევანზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერევანზეც კი... ახლახან ჩვენ ღორმუცელა მეზობლის ავადმყოფური მადის გამოვლენის მომსწრენი გავხდით - ბაქომ საქართველოსთან ტერიტორიული დავა გაამწვავა...


საქართველო-აზერბაიჯანის „მეგობრულ ურთიერთობებში“ „დაბრკოლების ლოდი“ დავით გარეჯის კომპლექსი გახდა, რომელიც კლდეში გამოკვეთილ ორ ათეულ მონასტერს წარმოადგენს გარდაბნის, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონების ტერიტორიაზე. მათგან მთავარ მონასტრად ითვლება წმინდა დავითის ლავრა იმ მთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ჰყოფს. საბჭოთა პერიოდში პლატო, სადაც ეკლესიები მდებარეოს, აზერბაიჯანს მიაწერეს. პრობლემას რელიგიური ჟღერადობაც აქვს: დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი ქართველებისათვის მასობრივი მოლოცვის წმინდა ადგილად ითვლება.


ამ დღეებში უძველესი ქართული მღვიმური სამონასტრო კომპლექსის არეალთან ახლოს შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მათ ქართველ მართლმადიდებელ მღვდლებს და ტურისტებს ტაძართან მისასვლელი გზები დაუბლოკეს. და ეს ხდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელი განცხადების ფონზე - თბილისმა და ბაქომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოილაპარაკონ საზღვრის სადაო მონაკვეთებზე და დაასრულონ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესიო. ეს საკითხი მან ბაქოში ვიზიტის დროს დააყენა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი „გარეჯული კომბინაცია“ იმის მანიშნებელია, რომ ბაქო უკან არ დაიხევს და არაფერს დათმობს.


სხვათა შორის, იმ დღეებში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერში არც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეუშვეს, რომელიც, თავის მხრივ, იძულებული გახდა ჟურნალისტებისა და ტელეკამერების წინაშე განეცხადებინა აზერბაიჯანელი სამხედროებისათვის: „ოკუპანტებო, წაეთრიეთ თქვენს შუა აზიაში, საიდანაც წამოხვედით! ეს ჩვენი ქრისტიანული ტაძარია!“.


ისმება კითხვა: მართლაც რატომაა ასე საჭირო და აუცილებელი აზერბაიჯანისათვის ქრისტიანული მონასტერი? პასუხი ამ საკითხზე, რომელიც მომაბეზრებლად გრძელდება უკვე 30 წლის განმავლობაში, ძალზე ბანალურია: იმიტომ, რომ აზერბაიჯანელებმა კავკასიის რეგიონში თავიანთი „უძველესი წარსული“ დაამტკიცონ და მეზობელი ხალხთა მიწებისადმი პრტენეზიების ლიგიტიმირება მოახდინონ. საერთოდ, აზერბაიჯანელი ისტორიკოსები განთქმულნი არიან ფალსიფიკატორული უნარით და არც რცხვენიათ, რომ კავკასიის რეგიონში ცხოვრების იგავ-არაკებს თხზავენ, ახლა კი დავით გარეჯის რიგიც მოვიდა: თითქოსდა მონასტერს კავშირი აქვს უძველეს სახელმწიფოსთან - „კავკასიის ალბანეთთან“, ხოლო თვით აზერბაიჯანელები - კავკასიელი ალბანების შთამომავლები არიან.


აზერბაიჯანელებს ეს ზღაპარი ამოჩემებული აქვთ და [მის პროპაგანდას ეწევიან] იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა დიდი ხნის წინ გამოიკვლიეს და განსაზღვრეს კავკასიის ალბანეთში გენერირებული ხალხები და ეთნოსები. დადგინდა, რომ „აზერბაიჯანელები“ მათ შორის არ იყვნენ. და მაინც ბაქოელი ექსპერტები ცდილობენ თავიანთი სასურველი ისტორია დახატონ და ქართველებს ბრალს უყენებენ - დავით გარეჯი თქვენი არ არის, რატომ გაქვთ პრეტენზიები ალბანურ მონასტერზეო.


თუმცა კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: 2010 წლის ბოლოს საქართველომ აზერბაიჯანს ტერიტორიის გაცვლის წინადადება და მისი განხილვა შესთავაზა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა: აზერბაიჯანული ანტიბრიგადა იმავწუთს ჩაება ბრძოლაში და განაცხადა, რომ წმინდა ადგილს ზღვის დონიდან თავისი გეოგრაფიული სიმაღლით აზერბაიჯანისათვის უდიდესი სამხედრო მნიშვნელობა აქვს - მთიდან კარგად მოჩანს რუსთავისა და საგარეჯოს გარეუბნები... ამით აზერბაიჯანმა უცერემონიოდ მიანიშნა, რომ მას აგრესიული გეგმები აქვს უძველეს ქართულ ტერიტორიებზე.


და თუ ამას დავამატებთ აზერბაიჯანულ მრავალწლიან მზაკვრულ გეგმას სამხრეთ საქართველოში თურქების ჩასახლების შესახებ, თუ მხედველობაში მივიღებთ ბაქოს მიერ თანამედროვე იარაღის განუწყვეტელ შესყიდვას თავიანთი ბეჩავი და უსახელო არმიისათვის, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება... და რაც უფრო მალე მიხვდება საქართველო იმას, რომ იგი წრეშია მოქცეული, რომელიც თანდათან ვიწროვდება, მით უფრო იოლი იქნება თბილისისთვის წინ აღუდგეს აზერბაიჯანულ აგრესიას.