შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
რა წერია აშშ-ის კონგრესმენების დოკუმენტში და რა სანქციები ელის საქართველოს მთავრობას - დიდი სკანდალი

23-12-2017

5 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ აშშ-ის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

საქმე ეხება მთავრობის წევრების მიერ საქართველოს სახელით დადებული სავაჭრო და საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევას.

დოკუმენტის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სავაჭრო ხელშეკრულებებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნული სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვერ მიიღებს აშშ-სგან სესხებს, კრედიტებს და მსგავს სხვა ფინანსურ დახმარებას ამერიკის მთავრობისგან, გარდა ჰუმანიტარული და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დახმარებისა, მოხდება საბანკო ანგარიშების გაყინვა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, პირი, რომლის მიმართაც სანქციები იქნება დაწესებული, აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებს.

კონგრესში შეტანილი კანონპროექტის ავტორია 5 რესპუბლიკელი კონგრესმენი:

მალინ მარკვეინი, სეშენს პირი, ფლორეს ბილი, გრინ ჯინი, სტივ რასელი.