გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის მერობის კანდიდატი არასამთავრობოებს შეხვდა

6-05-2019

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, გიორგი შენგელიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მერობის კანდიდატთან ერთად განიხილეს ეკონომიკური განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, კანდიდატისგან მოისმინეს არსებული გამოწვევები და საფრთხეების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.


ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს.


"შეხვედრაზე საუბარი იყო ზუგდიდის ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე, თუ, რა ხედვები გვაქვს მე და ჩემს გუნდს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. არასამთავრობო სექტორისგან მიღებული იქნა რჩევები ამ მიმართულების განსავითარებლად. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ მიზნის მიღწევისთვის, რაც დამატებით რესურსებისა და სახსრების მოზიდვას ემსახურება", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.


ცნობისთვის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა, ზუგდიდი კი 2018 წელს შეუეთდა. აღნიშნული ინიციატივა არის მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშო ადგილების შექმნას.