7-05-2019
მაია ცქიტიშვილი ძველ ხიბულაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლიბს ფონდი "ქართუ" და სახელმწიფო. ასევე იგეგმება ეკლესიის აშენება, რომელიც იქნება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პატივი მიაგონ ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ობიექტი გახდება ქვეყნისთვის საინტერესო ახალგაზრდებისთვის უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია და გაიზიარონ ის ემოციები , მოგონებები რაც უნდა გვახსოვდეს და გაგვყეს უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან ვახორციელებთ გზის მოწყობის სამუშაოებს. უშუალოდ ხიბულაში შიდა გზების პრობლემაც მოგვარდება.
სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივებს „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა 29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და შიდა გზებს, მოხდება გაზით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.