გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლოზ ჩხეტიანი ხიბულაში მიმდინარე პროექტებზე: სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფონდიდან რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი

7-05-2019

"სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, ეკლესიის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დაიწყება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდ "ქართუს"გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა.


ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ეკლესიის მშენებლობის პროექტს ნიკოლოზ ჩხეტიანი დღეს სოფელ ძველ ხიბულაში მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო.


ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფონდიდან რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი.


"დღეს ვიმყოფებით სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ფონდი "ქართუ" კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ფონდ "ქართუს" დაფინასნებით რეაბილიტაცია ჩუტარდება იმ სახლს, სადაც, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი. ასევე "ქართუს" დაფინანსებით სოფელში აშენდება 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი", - განცახადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.


სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივებს "ქართული ოცნების"თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირდა. "ქართული ოცნების" ლიდერმა 29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და შიდა გზებს, მოხდება გაზით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. შესაბამისი დავალებები მან ფონდ "ქართუს" თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.