გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

,,ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია – გზა სასუფევლისკენ“

25-12-2017

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება. 25 დეკემბერს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.

,,თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა. მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია – გზა სასუფევლისკენ’’.

- ეს სიტყვები წარმოსთქვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სვეტიცხოვლის ტაძარში მისი აღსაყდრების დღეს.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. ილია I საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინ, 390-400 წწ მართავდა.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საბჭოთა ეპოქაში, ილია მეორის პატრიარქად არსაყდრების შემდეგ, მისი ლოცვა-კურთხევით, პატრიარქის გვერდით რუსი სტიქაროსნები ქართველმა სტიქაროსნებმა შეცვალეს. ეს იყო ახალგაზრდების ჯგუფი - პატრიარქის ქართველი სტიქაროსნები, რომლებმაც შემდგომ, 80-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეროვნულ-განმათავსუფლებელ მოძრაობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში.

,,მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს", - ასე უწოდა უწმინდესმა საქართელოს საპატრიარქოს ტახტზე მის მოღვაწეობას.

წყარო: newposts